„ნაციონალური მოძრაობა“ განათლების მინისტრის გადადგომას მოითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოითხოვს განათლების მინისტრის გადადგომას, ასევე, ია კერზაიას საქმეში მონაწილე სამინისტროს ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას და გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ სკოლის დირექტორის გარდაცვალებაში პასუხისმგებლობას აკისრებს აგრეთვე შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარტიის ინფორმაციით, უშუალოდ კურირებდა სამეგრელოში არჩევნებს.

„მან შებღალა პოლიციის ღირსება. ქურდებთან და ქუჩის წვრილფეხა კრიმინალებთან თანამშრომლობა აიძულა თავის ხელქვეითებს", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც მისივე მტკიცებით, ია კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა