ქუთაისი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სადაც კლდის მასის ჩამოშლის გამო გადაადგილება აკრძალული იყო, მოძრაობა აღდგა

ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სადაც კლდის მასის ჩამოშლის გამო, გადაადგილება აკრძალული იყო, მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს