ნიკოლას მადუროს განცხადებით, აშშ-ს ხელისუფლება ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს

ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, აშშ-ს ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს.

„დღეს თეთრი სახლი კოორდინირებას უწევს მცდელობას გაანადგუროს დემოკრატიული ცხოვრება ვენესუელაში და გადატრიალება მოახდინოს დემოკრატიული, თავისუფალი და კონსტიტუციური რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვენესუელას პრეზიდენტმა.

ნიკოლას მადუროს თქმით, ის უახლოეს დროში პრესკონფერენციას გამართავს, სადაც აღნიშნული შეთქმულების შესახებ დეტალებს გაასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცემა The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს ვენესუელელ აჯანყებულებთან, სადაც მადუროს დამხობის შესაძლებლობას განიხილავდნენ.

ვენესუელა ბოლო წლებში ყველაზე მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ადგილი აქვს ჰიპერინფლაციასა და ეროვნული ვალუტის დევალვაციას. მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ინფლაციამ 287 ათასი პროცენტი შეადგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს