ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეოთხე სართულზე აფეთქებას მცირედი ნგრევა მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც სახლში მყოფი 75 წლის მამაკაცი დაშავდა. ის სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "სიგარეტს მოუკიდა და მოხდა, რაც მოხდა" - ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო