სამშენებლო, სამონტაჟო & დეველოპერული კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია SAP BUSINESS ONE-ში

არსებობს ასეთი მითი: სამშენებლო/სამონტაჟო პროექტი დაგეგმილ ბიუჯეტში ვერასოდეს განხორციელდება. იმასაც ამბობენ, შეუძლებელიაკლიენტებთან ყველა შეთავაზების სტატუსი ზუსტად იცოდეო...

მითების მსხვრევისთვის 13 დეკემბერს ბიდიო სოლუშენსი SAP-თან ერთად გამართავს კონფერენციას თემაზე: სამშენებლო, სამონტაჟო & დეველოპერული კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია SAP BUSINESS ONE-ში.

ღონისძიებაზე განხილული იქნება ინდუსტრიის სპეციფიკებზე მორგებული ERP სისტემა , ამ ტიპის კომპანიების გამოწვევები და მათი პროგრამაში გადაწყვეტის გზები. პროცესების ავტომატიზაციისა და SAP Business One-ის შესახებ საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ უშუალოდ პროგრამის მომხმარებლებიც - Domsons Engineering, ORC Group და Building Better Cities (BBC).

ღონისძიება განკუთვნილია კომპანიების მფლობელების, დირექტორების, ფინანსური და საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელებისთვის.

კონფერენცია ჩატარდება ქართულ ენაზე. საპრეზენტაციო მასალებიც ასევე წარმოდგენილი იქნება ქართულ ენაზე.

ღონისძიების ადგილმდებარეობა: King David Residences, მერაბ ალექსიძის ქ. #12

დასწრება თავისუფალია. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

კონფერენციის განრიგი:

09:30 - 10:00 მონაწილეების რეგისტრაცია / დილის ყავა

10:00 - 10:10 SAP-ის წარმომადგენლის მისალმება

10:10 - 10:25 ბიდიო და SAP Business One-ი

10:25 - 11:25 ინდუსტრიული გადაწყვეტები სამშენებლო კომპანიებისთვის

11:25 - 12:00 ინდუსტრიული გადაწყვეტები საპროექტო-სამონტაჟო კომპანიებისთვის

12:00 - 12:45 ყავის შესვენება & ნეთვორქინგი

12:45 - 13:10 ინდუსტრიული გადაწყვეტები დეველოპერებისთვის

13:10 - 13:20 ჰოლდინგური კომპანიის მართვა

13:20 - 13:40 ERP Business Value Justification

13:40 - 14:30 კლიენტები - მათი გამოცდილების შესახებ SAP Business One-თან.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო