აქციე ჯანსაღი ცხოვრების წესი შენს ყოველდღიურობად!

დეველოპერული კომპანია ბინადარის ეკო პროექტი „ბინადარი ლისზე“ მშენებლობა დაიწყო! ეს პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილმდებარეობისა და რეკრეაციული ზონის გამო, უკვე არსებული და მომავალი მობინადრეებისათვის სასურველი, აქტუალური და საიმედო აღმოჩნდა.

ვინაიდან ახალი წელი გვიახლოვდება, ბინადარის წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, რომ ფასები მაქსიმალურად მოგვერგო პოტენციურ კლიენტებზე და საზოგადოების ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა, ამიტომ დეკემბრის ბოლომდე თეთრი კარკასის კვადრატულის ფასი 1470 ლარი იქნება. ეს გადაწყვეტილება არამარტო კომპანიის, არამედ პოტენციური მობინადრეების დიდი სურვილითა და თხოვნითაა განპირობებული. ბინადარში ერთიდან სამ წლამდე შიდა უპროცენტო განვადება მოქმედებს, ხოლო ერთიან გადახდაზე - ფასდაკლება.

ამჟამად ეკო პროექტში „ბინადარი ლისზე“, სადაც ბინები 40 კვადრატული მეტრიდან იწყება, საძირკველის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „ეკო“ შეგვიძლია ორი მიმართულებით განვმარტოთ: "ეკო", როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორია, რეკრეაციული ზონა, ტბა, სუფთა ჰაერი, განსხვავებული ტემპერატურა, ქალაქის ხმაურს მოშორებული სივრცე და „ეკო“, როგორც ეკონომიური, ხელმისაწვდომი ფასი, მორგებული გადახდის პირობა.

ჩვენი მთავარი მიზანია ახალგაზრდებს საშუალება მივცეთ დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ნაბიჯებიდანვე ხელმისაწვდომ ფასად გააკეთონ სწორი ინვესტიცია; ბავშვებიან ოჯახებს ჰქონდეთ შეასაძლებლობა ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ. ეს პროექტი იმ ადამიანებისთვისაც მომხიბვლელია, რომელთაც უყვართ ბუნება, სიმშვიდე, ფეხით სიარული, კარგი ხედი და სუფთა ჰაერი.

ეკო პროექტი „ბინადარი ლისზე“ მოიცავს ორსადარბაზოიან, 13 სართულიან ა ბლოკსა და ერთსადარბაზოიან, 10 სართულიან ბ ბლოკს, რომლის უპირატესობაც 1000 კვადრატულ მეტრამდე გამწვანებული, კეთილმოწყობილი ეზო, შიდა ორდონიანი და ოც მანქანამდე გარე თავისუფალი ავტოსადგომია.

გახდი ჩვენი ბინადარი ლისზე და აქციე ჯანსაღი ცხოვრების წესი შენს ყოველდღიურობად!

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა