აგროსესხები განსაკუთრებული პირობებით და სხვა ინოვაციური პროდუქტები და შეთავაზებები მიკროსაფინანსო სფეროში

სოფლის მეურნეობის განვითარება, მცირე თუ მსხვილი ფერმერების დახმარება სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც რეალურად საკმაოდ რთულად მისაღწევია. სახელმწიფო ამ მიმართულებით საერთაშორისო დაფინანსების მიღებას ცდილობს და ამავდროულად, თავადაც ახორციელებს თანადაფინანსებისა და სუბსიდირების პროექტებს. მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ფინანსური სექტორის ჩართულობაც, რომელმაც საკუთარ თავზე უნდა აიღოს აგროსექტორის პასუხისმგებლიანი დაფინანსება.

„აგროსესხების გაცემისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ მცირე ფერმერებს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა შევუქმნათ, არამედ ის, რომ ეს ყველაფერი პასუხისმგებლიანად მოხდეს და მსესხებელმა საქმიანობის წარმატებით განხორციელება შეძლოს. მნიშვნელოვანია რეინვესტირების საკითხიც. ფინანურსმა ორგანომ უნდა გაიზიაროს მისი პასუხისმგებლობა სესხის გაცემის დროს და მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მსესხებელი დეფოლტის წინაშე არ დადგეს,“ - განმარტავს მიკორსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ღვალაძე.

გიორგი ღვალაძე MBC-ის საქმიანობის საინტერესო დეტალების, აგროდაფინანსებისა და აგრომეურნეობების წარმატებით განვითარების შესახებ გვესაუბრება.

მომიყევით კომპანიის შესახებ, როდის შეიქმნა MBC და როგორია მისი განვითარების გზა?

ჩვენი კომპანია 2012 წელს დაფუძნდა. მაშინ კომპანიაში 4 თანამშრომელი ვიყავით, ახლა კი 11 სერვისცენტრითა და 150-მდე დასაქმებული ადამიანით ვართ ბაზარზე წარმოდგენილი. ვცდილობთ, მოვემსახუროთ არა მხოლოდ კონკრეტულ ქალაქებს, არამედ სრულად რეგიონებს. ჩვენი მიზანია მობილურები ვიყოთ არა მხოლოდ საკრედიტო, არამედ საოპერაციო პროდუქტების კუთხითაც. MBC-ის მისია სწორედ მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაა - მათი კეთილდღეობის, ვისაც მცირე ბიზნესის დაწყება სურს და ამისთვის ფინანსები ესაჭიროება.

რა ტიპის სესხებს გასცემ MBC და რამდენად მზარდია თქვენი პორტფელი?

2013 წელს, როცა საქმიანობა დავიწყეთ, ძირითადი მიმართულება სამომხმარებლო სესხები იყო. განვითარებასთან ერთად, 2015 წელს ბიზნესსესხებზეც დავიწყეთ მუშაობა. აღნიშნულმა მოგვცა იმის საშუალება, რომ გაგვეზარდა როგორც მსესხებლების რაოდენობა, ისე თვითონ პორტფელის მოცულობა. მიმდინარე წელს კომპანია 30%-ით გაიზარდა და საერთო პორტფელი 45 მილიონ ლარს გასცდა.

MBC ინოვაციებით გამორჩეული კომპანიაა, რომელიც მეწარმეებს დიდ მხარდაჭერას სთავაზობს. რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს ამ ეტაპზე?

ამჟამად რამდენიმე საინტერსო და ინოვაციური პროექტი გვაქვს. წელს საკმაოდ ამბიციური პროექტის სტარტაპ სესხების გაცემა დავიწყეთ. კომპანიამ ეს ნაბიჯი გადადგა ახალგაზრდა მეწარმეების მოსაზიდად, რომლებიც გვინდა ეკონომიკურ აქტივობაში ჩავრთოთ. ჩვენც ახალგაზრდა კომპანია ვართ და სწორედ ასეთი ახალი, ინოვაციური პროდუქტებით უნდა დავიმკვიდროთ ბაზარზე თავი.

პარალელურად კომპანიამ ფინანსური მრჩევლის კამპანიის მომზადება დაიწყო. ეს ორი პროექტი ერთმანეთზე მეტად გადაჯაჭვულია, რადგან გვინდა, ახალგაზრდა მეწარმეები არა მხოლოდ ჩავრთოთ ეკონომიკურ აქტივობაში, არამედ მათ მივცეთ შესაძლებლობა, რომ იყვნენ წარმატებული. ფინანსური მრჩეველი იქნება მამოძრავებელი ძალა, რომელიც სწორ მიმართულებას მისცემს, თუ რა კუთხით უნდა განვითარდეს ჩვენი მომხმარებელი.

დიდ ყურადღებას ვაქცევთ ტექნოლოგიურ განვითარებასაც. ჩვენ შევთავაზეთ მომხმარებელს ინტერნეტ ბანკი, რაც არც ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ აქვს. ასევე პირველებმა შევთავაზეთ მომხმარებელს ბიზნეს საკრედიტო ბარათი. “ბიზნეს ბარათის” შექმნა MBC-ის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია და მომხმარებლებისთვის ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, სწრაფი ლიკვიდური ფულით დააკმაყოფილონ ბიზნესსაჭიროებები.

ჩვენი კომპანია არა მხოლოდ ახალი პროდუქტების შექმნაზე, არამედ ლოიალური კლიენტების წახალისებაზეც ფიქრობს. მაგალითად მსესხებელი, რომელიც ბოლო 12 თვის განმავლობაში დროულად ემსახურებოდა კრედიტს, უკვე მეთორმეტე თვეს უკან იბრუნებს გადახდილი საპროცენტო სარგებელის 10%-ს.

თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აგროსესხი გახდა. რას ნიშნავს აგროსესხი და ვის შეუძლია მისი მიღება?

აგროსესხის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფერმერს თუ შინამეურნეობის მფლობელს, რომელიც უკვე საქმიანობს ამ მიმართულებით ან უბრალოდ გარკვეულ აქტივებს ფლობს და ახლა აპირებს საქმიანობის დაწყებას. ჩვენთან სესხის მიღება დიდ ბიუროკრატიულ პროცედურებთან არაა დაკავშირებული. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის სწორედ ის სტრუქტურა, რომელიც დაბალშემოსავლიანი და ფინანსურ საკითხებში ნაკლებად გაცნობიერებული მოსახლეობის დაფინანსებას უწყობს ხელს. ჩვენ რეგიონების მოსახლეობაზე ვართ ორიენტირებული.

კონკურენტებისგან განსხვავებით, აგრომეურნეებს რეინვესტირების საშუალებას აძლევთ. ეს რას გულისხმობს?

ჩვენი მიზანი მხოლოდ ფერმერების დაფინანსება არაა. მათ ვეხმარებით, რომ ინოვაციები შეიტანონ წარმოებაში. ზოგადად, აგრომიმართულება საქართველოში ერთციკლიანია და ეს მოსავლის მოყვანასა და სწრაფად რეალიზაციას გულისხმობს. ჩვენ კი აგრომეურნეებს ვაძლევთ საშუალებას, რომ მეტად განავითარონ საქმიანობა, სამაცივრე მოწყობილობების საშუალებით მოახდინონ მოსავლის შენახვა და არასეზონზე რეალიზაცია. ციკლი წარმოებასა და გასაღებას შორის მცირევადიანია. ჩვენ კი ამ ციკლის გახანგრძლივებას და მსესხებლების შემოსავლების გაზრდის მაქსიმალურ ხელშეწყობას ვცდილობთ. აგრომიმართულებას არ განვიხილავთ, როგორც ერთწლინ დაფინანსებას. პირიქით, ვცდილობთ აგროსეგმენტს მოვარგოთ ინდივიდუალური გრაფიკები მსესხებლების შემოსავლიანობის შესწავლის საფუძველზე, დავეხმაროთ მათ სწორი სტრუქტურის აგებაში. ინდივიდუალური გრაფიკები და სწორად წარმართული გრძელვადიანი დაკრედიტება მისცემს საშუალებას, რომ პირველ სეზონზე კი არ დაფაროს სესხი, არამედ რეინვესტირება გააკეთოს საკუთარ ბიზნესში და შემდეგ წლებში უფრო ძლიერი და ფინანსურად გამართული მომხმარებელი დაგვიბრუნდეს.

როგორია MBC-ის ამჟამინდელი პოლიტიკა აგროსესხების მიმართულებით?

აგროსესხებში ჩვენი მიმართულება კლიენტთან ერთჯერადი ურთიერთობა არაა. ჩვენი პოლიტიკაა, რომ არა უბრალოდ გავცეთ აგროსესხები, არამედ აგროსესხების გაცემის განვითარებას შევუწყოთ ხელი. სწორედ ამიტომ პროექტის დაწყებამდე ბევრი კვლევა ჩავატარეთ, აქტიურად ვთანამშრომლობდით სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სასოფლო ინსტიტუტთან. შევისწავლეთ ერთწლიანი კულტურები, მემარცვლეობა, მრავალწლიანი კულტურები, მევენახეობა, მეცხოველებოა, მეთევზეობა, მეციტრუსეობა. შედეგად, მოვამზადეთ აგრო რუკები, რომლებიც როგორც ჩვენ, ისე ჩვენს მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, სწორედ განსაზღვროს სამომავლო აგრომიმართულების შემოსავლიანობა და მისი დანახარჯები. რუკიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომხმარებელს ექმნება სწორი შეხედულება, თუ რომელი ბიზნესის დაწყება იქნება მისთვის ხელსაყრელი, წინასწარ განსაზღვრავს, რა სამომავლო ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და რა შემოსავლის იმედად უნდა იყოს. ჩვენი აგრო ბარათები 50-მდე მიმართულებას მოიცავს.

გავაკეთეთ სქემები, თუ რომელ რეგიონში რომელი კულტურის მოყვანაა მომგებიანი. აგრომიმართულების თანამედროვე ტენდენციებიც წარმოდგენია აღნიშნულ რუკებზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო