საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 წლის საუკეთესო CSR ინიციატივებს გამოავლენს

13 დეკემბერს, სასტუმროში „ბილტმორი“ „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, დაჯილდოების ცერემონია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით გაიმართება.

ორგანიზატორთა განცხადებით, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობას იღებს 41 კომპანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით განხორციელებული 76 პროექტით. წლევანდელი კონკურსის ჟიური წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან შედგება, მათ შორის არიან: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

დაჯილდოების ცერემონიას 250 სტუმარი დაესწრება, რომელთა შორის იქნებიან საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კერძოდ, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდერსტრომი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა; - „აწარმოე საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ხიდურელი. სფეროს ევროპელი ექსპერტები და კონკურსის საერთაშორო ჟიურის წევრები: ბრიტანული CSR დაჯილდოების „Business in the Community” მენეჯერი ანა ბოლტი, ყველაზე პრესტიჟული სლოვაკური CSR დაჯილდოების „Via Bona” ორგანიზატორი Pavel Hrica; კონკურსის მონაწილე და საქართველოს სხვა წამყვანი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები; ასევე საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს დავით ევგენიძე ბენდთად ერთად, ხოლო დაჯილდოების ცერემონიას გაუძღვებიან ირაკლი კაკაბაძე და სალომე არშბა.

„მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით შესანიშნავი პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს წარმოაჩენს, ხოლო სხვა კომპანიებს კი მოტივაციას უჩენს, გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კონკურსის შესახებ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018 იმართება ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნეს პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, როგორიც არის: „აწარმოე საქართველოში“; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია; ქალაქ თბილისის მერია; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში; CENN; ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა