დიმიტრი ლორთქიფანიძე - თუ ქართველი ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ

ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ იუსტიციის სახლთან შეკრებილი ადამიანების მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ისინი „აჯანყებისთვის მზადებას დაიწყებენ“.

"ჩვენ მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, ხელი არ აუკანკალდეთ, დააჭირონ ღილაკს, გამორთონ სერვერები, უარი განაცხადონ რეგისტრაციაზე და თქვან - 5 კალენდარული დღის განმავლობაში გავდივართ გაფიცვაზე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, როგორც ანტისახელმწიფოებრივ აქტს. ჩვენ ვპირდებით, რომ დავიცავთ მათ უფლებებს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, ახლა იუსტიციის სახლში მათი ორი წარმომადგენელი- ემზარ კვიციანი და ზვიად ტომარაძე არიან შესული.

„ჩვენ შევიტანეთ განაცხადი, დაგვპირდნენ, რომ შეგვიშვებდნენ. ჩვენ მზად ვართ ავუხსნათ, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე. თუ ქართველი ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლთან ის ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები არიან შეკრებილი, ვინც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებს. იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მინაწილეები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთს ცალმხრივად შეუძლია ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე უარი განაცხადოს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა