პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გარდა, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდიც გაუქმდეს

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გარდა, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდიც გაუქმდეს და საერთო ფონდი შეიქმნას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განუცხადა, იგი სწორედ საერთო ფონდის შექმნის მომხრეა. მისი თქმით, მთავარია დაკონკრეტდეს იმ ტიპის ხარჯები, რომლის განხორციელების უფლებაც მთავრობას და პრეზიდენტს ამ ფონდიდან ექნებათ.

"იყო ამაზე საუბარი. პირადად მეც ვემხრობი ასეთ მიდგომას. აქ მთავარია დაკონკრეტდეს იმ ტიპის ხარჯები, რომლის განხორციელების უფლებაც აქვს პრეზიდენტს და რომლის განხორციელების უფლებაც აქვს მთავრობას ამ კონკრეტული ფონდიდან. ამ თანხებზე კონტროლი უნდა იყოს გამჭვირვალე და საიდან განხორციელდება, პრინციპული მნიშვნელობა ამას არ აქვს, ჩემი აზრით,"- განაცხადა რომან კაკულიამ.

კითხვაზე, უკვე დაიწყო თუ არა ამ ფორმატზე მუშაობა, რომან კაკულიამ უპასუხა, რომ როდესაც ამაზე იყო საუბარი, მან სწორედ ასეთ მიდგომას დაუჭირა მხარი.

"ეს არ არის ჩემი პირდაპირი კომპეტენცია. შემიძლია გითხრათ ის, რომ როდესაც ამაზე საუბარი იყო, მე სწორედ ამ მიდგომის სასარგებლოდ გამოვთქვი მოსაზრება. პრეზიდენტის გარეშე რა თქმა უნდა, ეს არ გადაწყდება. როგორც ჩანს, მას ამ ეტაპზე განსაკუთრებული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისათვის შეიძლება რაღაცა ბარიერები არსებობდეს, ალბათ არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ქალბატონი სალომე დააფიქსირებდა,"- განაცხადა რომან კაკულიამ.

როგორც ცნობილია, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მცირდება, სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გარდა, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდიც გაუქმდეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა