კახა კალაძე  მმართველ გუნდში ცვლილებებზე - სისულელეზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ

თბილისის მერი და "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე მმართველ გუნდში დაგეგმილ ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას "სისულელეს" უწოდებს.

როგორც კალაძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ცვლილებები საჭირო და აუცილებელია, თუმცა, როცა ეს მოხდება, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

"სისულელეზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ, ეს არის სისულელე. ცვლილებები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როცა იქნება ამის საჭიროება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის და საზოგადოებისთვის",- განაცხადა კალაძემ და დასძინა:

"გადახალისება იქნება. როცა ამის საჭიროება და დრო დადგება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის",- აღნიშნა კალაძემ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში იქნება მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები. მათ შორის, არსებული ინფორმაციით, ცვლილება შეეხება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და მას გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. ასევე, კულუარული ინფორმაციით, ცვლილებები იგეგმება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში და მას კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე დატოვებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა