გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირებას მოითხოვს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს დღეს, 15:00 საათზე მიმართავენ. მისივე თქმით, მოთხოვნის მთავარი მოტივი წინასაარჩევნოდ 600 000 ამომრჩევლის მოსყიდვაა, რომელსაც სესხების განულების პროგრამა შეეხო.

"საარჩევნო კოდექსი” პირდაპირ კრძალავს ასეთ ქმედებას. ჩვენს სარჩელში უამრავი მტკიცებულებაა წარმოდგენილი ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ კუთხით, რომ რაღაც თაღლითური დაპირება გაიცა 600 000 ამომრჩეველზე. ეს არის პირდაპირი მოსყიდვა. ასევე ყველას კარგად გვახსოვს ხახვები და კარტოფილები, მეორადი ტანსაცმლის დარიგება. ჩვენ სარჩელს ასევე თან ერთვის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები ტოტალური მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა. ჩემ მიერ ნახსენები ფაქტები დადასტურებულია ამ დასკვნებში",- განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიცია მიმართავს პროკურატურასაც და მოითხოვს, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პრემიერის და თბილისის მერის წინააღმდეგ.

"მათ პირდაპირ ეთერში აწარმოეს მასობრივი მოსყიდვა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენი საჯარო განცხადება არის ვალდებულება ხელისუფლებისთვის აღძრას საქმე",- განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა