ემზარ კვიციანი - იუსტიციის მინისტრს და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მივმართავ - თქვენ ხართ აღმაშენებელიც, სააკაძეც და ყველა მეომარი, არ უნდა გაასხვისოთ მიწები უცხოელებზე

დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციები პარასკევამდე გაგრძელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს იუსტიციის სახლიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

„იუსტიციის სახლი არის აბსოლუტურად იმავე ჭკუაზე, როგორზეც ჩვენ ვართ. მათ აქვთ თავიანთი ჩარჩო, რომელშიც ისინი არიან მოქცეულები. ჩვენ განვუმარტეთ, რომ მათ მხარდასაჭერად ვართ მოსული, რადგან მათ არ გააკეთებინონ ის, რაც საქართველოს მოსახლეობას არ სურს. ჩვენი აქციები პარასკევამდე გაგრძელდება, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა გადავარჩინოთ გასხვისებას. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ჩაიდინა დანაშაული და ღალატი სახელმწიფოს წინაშე და იქ აქციის ჩატარებას აზრი არ აქვს. ამიტომ მივმართავ პირდაპირ იუსტიციის მინისტრს და იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელს - დღეს თქვენ ხართ დავით აღმაშენებელიც, გიორგი სააკაძეც და ყველა ჩვენი წინაპარი მეომარი, ვინც საქართველოს მიწა-წყალი დღემდე მოიტანა, და არ უნდა გაასხვისოთ ეს მიწა უცხოელებზე. მოსახლეობას მოვუწოდებ, შემოგვიერთდეს, ხვალ 10.00 საათზე და ვაჩვენოთ რომ ბევრი ვართ",- განაცხადა კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეთა ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად სცნო.

აქცია იუსტიციის სახლის წინ დილიდან მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ დეპუტატები ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები: გიორგი ანდრიაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი, ზვიად ტომარაძე და სხვები.

აქციის მონაწილეთა ვარაუდით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან იყოს დაკვეთილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს