„გრუ“-ს  ხელმძღვანელად იგორ კოსტიუკოვი დაინიშნა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ხელმძღვანელად ვიცე-ადმირალი იგორ კოსტიუკოვი დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 ნოემბერს 63 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ГРУ-ს ხელმძღვანელი იგორ კორობოვი გარდაიცვალა.

იგორ კოსტიუკოვი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ის იგორ კორობოვის გარდაცვალების შემდეგ უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მას ასევე აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებულ ოპერაციაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-მა ის სასანქციო სიაში ჩასვა 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს