ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ უნდა გაკეთდეს ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება ცვლილებას არ უნდა მოერიდოს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ უნდა გაკეთდეს ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლება ცვლილებას არ უნდა მოერიდოს. ასე უპასუხა დანელიამ კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა "ქართულ ოცნებაში" საკადრო გადაადგილებები და საჭიროებს თუ არა გუნდი განახლებას.

„მე ვერ გეტყვით იგეგმება თუ არა რაიმე, ამ თემაზე ინფორმაციას არ ვფლობ. თუმცა მგონია, რომ უნდა გაკეთდეს სრულფასოვანი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, თუ ცვლილება იქნება აუცილებელი რომელიმე რგოლში, ამ ცვლილებას არ უნდა მოვერიდოთ", - განაცხადა დანელიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა