კახა კალაძე - დღეს საქართველოში მანიფესტაციების შეზღუდვაზე საუბარი ცოტა ლოგიკასთან ვერ მოდის

საქართველოში მანიფესტაციების შეზღუდვაზე დღეს საუბარი ცოტა ლოგიკასთან ვერ მოდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე.

„საქართველოში მანიფესტაციების შეზღუდვაზე დღეს საუბარი ცოტა ლოგიკასთან ვერ მოდის. ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მიუხედავად მრწამსისა, აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. არა მგონია, რაიმე შეზღუდვები არსებობდეს ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებს, კალაძის თქმით, დარღვევები იყო.

„დარღვევები არჩევნებზე, რა თქმა უნდა, იყო და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობდით. იყო პირდაპირ ხელისშეშლა საარჩევნო კამპანიის დროს, იყო სიძულვილის ენით საუბარი, პირადი შეურაცხყოფები, საარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობები და ამის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, ვიდეოზე გადაღებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიდიოდნენ და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ჩაეშალათ. ასევე არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც დიდ სიბინძურესთან გვქონდა საქმე, იყო ტყუილი და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია“, - განაცხადა კალაძემ.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან დაკავშირებით 2018 წელს გარკვეული გამოწვევები იყო. სულხან სალაძემ ყურადღება გაამახვილა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შემთხვევებზე, როდესაც მათ კარვის გაშლის უფლება არ ეძლეოდათ. ასევე ხაზი გაუსვა 17 მაისის მოვლენებს, როდესაც ლგბტ თემმა უსაფრთხოების საკითხის გამო მანიფესტაციის ჩატარებაზე უარი თქვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს