ირაკლი შიოლაშვილი - ბიუჯეტის ათვისების დაბალი მაჩვენებელია, საჭიროა ანალიზის გაკეთება და გამოიკვეთებიან ადამიანები ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, 10 დეკემბრისთვის ბიუჯეტის ათვისების ისეთი დაბალი მაჩვენებელი, როგორც წელს არის, აქამდე არ ყოფილა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულის სრული ანალიზი უნდა მოხდეს და პასუხისმგებლი პირების გამოვლენა უნდა მოხდეს.

"დღეს მოვისმინეთ 2018 წლის ბიუჯეტის ათვისების საკითხი და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ კახეთის მასშტაბით 35 მილიონიდან მხოლოდ 14 მილიონია ათვისებული. ასეთი დაბალი ათვისება "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს, არც ერთ წელს არ ყოფილა. ანალიზია გასაკეთებელი და იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი, რომელთა დაქვემდებარებაში იყო ეს საკითხები. ეს ნიშნავს იმას, რომ ფული არის, მაგრამ სამუშაოები ფიზიკურად არ სრულდება. საჭიროა სრული ანალიზის გაკეთება და გამოიკვეთებიან ადამიანები, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს თანხები ყოფილიყო ათვისებული. ძირითადად საუბარია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. დღეს არის 10 დეკემბერი და ამ დროისთვის წინა წლებში კახეთი ბიუჯეტის შესრულებით 95%-ზე გადიოდა. აქ საუბარია საერთო კოორდინაციაზე, პროფესიონალიზმზე და საუბარია იმაზე, რომ უნდა ყოფილიყო კონტროლქვეშ ყველა მიმართულება, რათა ადამიანებამდე ეს სიკეთეები მისულიყო", - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

მისივე თქმით, არა მხოლოდ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხები, არამედ უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება მომხდარზე. მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციამ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად უნდა შეისწავლოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო