ქართველმა წყალშიმხტომელებმა მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ქართველმა წყალშიმხტომელებმა მინსკში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შეჯიბრში 80 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრები - თორნიკე ონიკაშვილი და სანდრო მელიქიძე.

„ქართველმა სპორტსმენებმა წყვილთა შორის 3 მეტრიდან სინქრონულ ხტომაში საუკეთესო შედეგი 338 ქულა დააგროვეს და ოქროს მედალი აიღეს. ონიკაშვილმა პირველი ადგილი ინდივიდუალურ შეჯიბრშიც დაიკავა. 18 წლის სპორტსმენმა 3 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 354 ქულა მოიპოვა, რაც მისი პირადი რეკოდია. ამავე დისციპლინაში მეორე პოზიციაზე გავიდა სანდრო მელიქიძე. 1 მეტრიდან ხტომაში კი ონიკაშვილმა ვერცხლის მედალიც მოიგო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ქართველ წყალშიმხტომელებს 2019 წელს წინ ორი მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდებათ: მსოფლიო უნივერსიადა ივლისში ნეაპოლში ჩატარდება, ევროპის ჩემპიონატს კი აგვისტოში კიევი უმასპინძლებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს