სად დაიდგმება თბილისის მთავარი ნაძვის ხე და სად გაიმართება გალა-კონცერტი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, სად დაიდგმება თბილისის მთავარი ნაძვის ხე და სად გაიმართება საახალწლო გალა-კონცერტი. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.

„კონცერტთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოგაწვდით სრულ ინფორმაციას. მხოლოდ ერთი კონცერტით არ შემოვიფარგლებით. მთელი დღეების განმავლობაში იქნება კონცერტები, ღონისძიებები, თეატრალური წარმოდგენები. რაც შეეხება გალა-კონცერტს, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად გაიმართება",- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ მერიას ყოველწლიურად უწევს გალა- კონცერტისთვის სცენის ქირაობა, კალაძემ აღნიშნა, რომ თუ ვინმე მერიას სცენას აჩუქებს, ამ საჩუქარს სიამოვნებით მიიღებს.

„თუ არიან ასეთი კეთილი ადამიანები, სცენას გვაჩუქებენ და ერთხელ გადახდილი თანხით ყოველწლიურად შეგვეძლება ვისარგებლოთ, დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდით და ძალიან გაგვეხარდებოდა თუ ასეთ საჩუქარს ვინმე გაგვიკეთებდა. 2 მილიონი ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის რაც არის გამოყოფილი, მარტო სცენისთვის ხომ არ იხარჯება? ეს არის ჰონორარებისთვის, საახალწლო ღონისძიებების მთელი ატრიბუტიკისთვის და ა.შ.“- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა