ჯონდი ბაღათურია - თუ 18:00 საათამდე თეა წულუკიანთან დიალოგი არ შედგა, ხვალიდან აქცია დაიწყება კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, დღეს 16:00 საათიდან მთელი თბილისის მიმართულებით ავტოკოლონები იმოძრავებს და ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბაღათურიამ ჟურნალისტებს იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

"დღეს 16:00 საათზე მე, ემზარ კვიციანი და ლევან ჩაჩუა შევკრებთ მანქანების კოლონას რესპუბლიკის მოედანზე. მთელი საღამოს განმავლობაში ხალხს შევატყობინებთ, რომ ხვალ, 10:00 საათზე ვიკრიბებით ყველანი აქ. აქ უნდა იყოს მთელი საქართველო, ერი და ბერი. 18:00 საათამდე ველოდებით თეა წულუკიანთან დიალოგს. თუ დიალოგი არ შედგა, ხვალიდან ეს აქცია პოლიტიკურ ხასიათს შეიძენს და იქნება აქცია კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ", - განაცხადა ბაღათურიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა