სპეციალური პენიტენციური სამსახური  საბადრაგო სამმართველოში 85 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური ბადრაგთა მცირერიცხოვნობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად საბადრაგო სამმართველოში 85 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, კონკურსი ცხადდება როგორც ბადრაგებზე, ისე საბადრაგო სამმართველოს მძღოლებისა და სასამართლო სხდომის ბადრაგის (ყარაულის) პოზიციაზე.

„პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე, მის გარეთ მართლმსაჯულების სტრუქტურებთან ურთიერთობისას არსებული პრობლემების ანალიზმა აჩვენა, რომ სასამართლო პროცესები ხშირად პენიტენციური სისტემის გამო ვერ ტარდება. არსებული მწირი საკადრო და ტექნიკური (ბადრაგის სპეციალური მანქანები) რესურსის პირობებში, სასამართლოების მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება და ვერ ხერხდება ან გვიანდება პროცესებზე ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიყვანა. მაგალითად, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საბადრაგო სამმართველოს სხვადასხვა მიმართულებით დღეში, საშუალოდ, 200 დან 220-მდე პატიმარი გადაჰყავს. 2018 წლის განმავლობაში, არასაკმარისი სატრანსპორტო საშუალებების და ადამიანური რესურსის გამო საბადრაგო სამმართველოს მიერ საშუალოდ დღეში 10-15 პატიმარი ვერ იქნა სასამართლოებში გადაყვანილი. სასამართლო სისტემას დღეს მხოლოდ 63 ბადრაგი ემსახურება.

ასევე, პრობლემურია, საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადაყვანა სამოქალაქო კლინიკებში და იქ სადღეღამისო მორიგეობა. იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საავადმყოფოებში განთავსებულია 10 პატიმარი, მათ დაცვას უზრუნველყოფს საბადრაგო სამმართველოს თბილისის I და II განყოფილების 30 თანამშრომელი. აღნიშნულ ორ განყოფილებას სამოქალაქო საავადმყოფოებში სტაციონარულად განთავსებული პატიმრის სამეთვალყურეოდ დღეისათვის სულ 121 თანამშრომელი ჰყავს. შესაბამისად, თუკი სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობა მეტ პატიმარს ესაჭიროება, მწვავე საკადრო დეფიციტია.

2018 წლის ნოემბერში საბადრაგო სამმართველომ პენიტენციური დაწესებულებებიდან სხვადასხვა მიმართულებით 4268 პატიმარი გადაიყვანა, აქედან სასამართლოებში − 3266, ხოლო სამედიცინო და სხვა მიმართულებებით − 1002“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მწირია იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა, რომლითაც საბადრაგო სამმართველოს დავალებების შესრულება უწევს. დღეის მდგომარეობით, საბადრაგო სამმართველოს სულ ჰყავს 53 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, აქედან სარემონტო სამუშაოებზეა 19 სპეციალური ავტომობილი.

„მდგომაროების გამოსწორების მიზნით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე დროულად გადაყვანის უზრუნველყოფისა და სასამართლოს მუშაობის ხელშესაწყობად 102 ვაკანსიიდან 68 ვაკანსია ცხადდება იმ ბადრაგებზე (ყარაულებზე), რომლებიც ძირითადად თბილისის საქალაქო სამმართველოში იმუშავებენ. ბადრაგების დანიშნულება იქნება, დროულად გაიყვანონ ბრალდებული/მსჯავრდებული საპატიმრო საკნიდან სასამართლო დარბაზში, ხელი შეუწყონ სასამართლოს შეუფერხებლად წარმართვას და პროცესის დასრულებისთანავე პატიმარი სასამართლო შენობაში არსებულ საკანში დააბრუნონ“, - ნათქვამია ინფიორმაციაში.

სპეციალური პენიტანციური სამსახურის ცნობით, საბადრაგო სამმართველოს 85 სხვადასხვა ვაკანსიაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

„ბადრაგებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური ფორმით, რომლის შეძენის პროცედურებიც ამჟამად მიმდინარეობს, და, 24-საათიანი მუშაობის შემთხვევაში, კვებით. საკონკურსო განაცხადი შეგიძლიათ იხილოთ და შეავსოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR.gov.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა