ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთს ცალმხრივად შეუძლია ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე უარი განაცხადოს

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთს ცალმხრივად შეუძლია უარი განაცხადოს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე უარის თქმისთვის ლონდონს არ დასჭირდება ევროკავშირის დანარჩენი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა.

„გაერთიანებულ სამეფოს თავისუფლად შეუძლია უკან წაიღოს ცალმხრივი შეტყობინება ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის განზრახვის თაობაზე. ამგვარი ქმედება, რომელიც განხორციელდება საკონსტიტუციო ნორმების შესაბამისად, ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრად დარჩება მისი წევრი ქვეყნის სტატუსის ცვლილების გარეშე“, - ნათქვამია ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე უარის თქმა შესაძლებელი იქნება მანამ, ვიდრე ძალაში არ შევა ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის შეთანხმება, რომლის თანახმად გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის რიგებს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონსა და ბრიუსელს შორის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან ოფიციალურად გასვლა 2019 წლის 29 მარტისთვისაა დაგეგმილი, რის შემდეგაც გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გასტანს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა