კახა კალაძე - თბილისის მერია ე.წ. თერგის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულს კომუნიკაციაში დაეხმარება

თბილისის მერია ე.წ. თერგის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეს კომუნიკაციაში დაეხმარება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბაზრობის დირექტორს პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული, რომ ყველა დაზარალებულ მოქალაქეს დახმარებოდა.

„ბაზრობას ჰყავს მეპატრონე და როგორც მეპატრონემ, მაშინ აიღო ვალდებულება ყველას უნდა დახმარებოდა. როგორც ვიცი, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული და თუ რამეა გამორჩენილია, ამაში დავეხმარებით, რომ მოხდეს კომუნიკაცია",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. თერგის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქე გიორგი ლომაძე კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვს. გიორგი ლომაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ბაზრობაზე სასაწყობო ფართს ფლობდა და 100 ათასი ლარის ღირებულების საქონელი გაუნადგურდა. მისივე თქმით, დახმარების მიზნით არაერთ უწყებას მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს