კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხილიანის ქუჩაზე ტროტუარი არასწორად დამონტაჟდა, "ტყუილს" უწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხილიანის ქუჩაზე ტროტუარი არასწორად დამონტაჟდა "ტყუილს" უწოდებს.

როგორც კალაძე განმარტავს, გავრცელებულ ფოტოებზე ხილიანის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხია ასახული.

"ეს არის ტყუილი ინფორმაცია, თითქოს ეს არის ტროტუარი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან ვერაფერში. ეს არის სანიაღვრე სისტემა. რაც შეეხება ტროტუარებს, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არსებობს, რომელიც აქამდე არ იყო და ახლა მოწესრიგებულია. ასევე გაჩნდა და გაკეთდა საპარკინგე სივრცეები. ასე რომ, დედაქალაქის მერია ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მიუხედავად ამისა, უამრავი პრობლემაა დარჩენილი, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ამას მოვაგვარებთ და შევძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ, შესაძლოა, ჩემთან დაკავშირებით, რადგან აქვთ პოლიტიკური მოსაზრებები, ჩვენ მაინც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული, სუფთა, რომ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის კომფორტული სიტუაცია შეიქმნას", - განაცხადა კალაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა