მამუკა ბახტაძე - ჩვენი ოპონენტებისგან მცდელობა იყო, რომ ჩრდილი მიეყენებინათ ამ ინიციატივისთვის, თუმცა 600 000 მოქალაქე 2019 წელს  შეძლებს ვალების გარეშე შეხვდეს

დაახლოებით 600 000 მოქალაქე 2019 წელს შეძლებს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იქნება დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ოპონენტებისგან იყო მცდელობა ამ ინიციატივისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

„საქართველოში მკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა. ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მტკივნეული გამოწვევა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელსაც გადავდგამთ, არის ის, რომ დაახლოებით 600 000 მოქალაქე 2019 წელს შეძლებს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყოს დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში. ჩვენი ოპონენტებისგან იყო მცდელობა ამ ინიციატივისთვის ჩრდილის მიყენების. ბუნებრივია, ეს მათ არ გამოუვიდათ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მოგვარების წესებსა და თარიღებზე“, - განაცხადა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს