მამუკა ბახტაძე - „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წელს პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროექტს „აწარმოე საქართველოში“ მომავალ წელს მნიშვნელოვნად გამარტივებული პროგრამა ექნება.

ამასთან, მამუკა ბახტაძემ მიმოიხილა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც პროგრამის დაფინანსებასა და მასში ჩართულობას ეხებოდა.

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად ჩვენი მთავრობა 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამას „აწამოე საქართველოში“, ეს პროექტი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს რეგიონებში.

იცით, რომ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ჩვენი რეგიონების თანაბარი განვითარება, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ისეთი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე აისახება. ამ პროგრამის ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი გახლდათ 503 013 რეგიონული პროექტი და ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 50 მილიონ ლარამდე. თანადაფინანსების სახით თითქმის 23 მილიონი ლარი გაიცა, გვყავს 8 500 ბენეფიციარამდე. მიმდინარე წელს მიკრო გრანტების მოსაპოვებლად გამოვლინდა 917 გამარჯვებული, რომლებიც წლის ბოლომდე თანადაფინანსების სახით მიიღებენ 8 300 000 ლარს და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამარჯვებულ აპლიკანტებს შორის 45% არის ქალი მეწარმე. საერთო ჯამში, წლევანდელი კონკურსების გათვალისწინებით დაფინანსებული პროექტების რაოდენობა შეადგენს 6 230-ს და თანადაფინანსების თანხა კი 47 მილიონ ლარზე მეტია.

წელს, ასევე განვახორციელებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს და მომდევნო წელს „აწარმოე საქართველო“ მნიშვნელოვნად გამარტივებული პროგრამით შეხვდება, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი მნიშვნელოვნად იქნება გაძლიერებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობა კიდევ უფრო აქტიურად ისარგებლებს ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო