მამუკა ბახტაძე - მოხარული ვიქნები, რომ მაია ცქიტიშვილისნაირი ბევრი ადამიანი გვყავდეს მმართველობით სტრუქტურებში

მოხარული ვიქნები, რომ მაია ცქიტიშვილისნაირი ბევრი ადამიანი გვყავდეს მმართველობით სტრუქტურებში და თან ასეთი ეფექტურები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გარკვეული ჩამორჩენა ლოგიკურია რთული გეოგრაფიული არეალის გამო.

„თუ შეხედავთ პროექტების სტრუქტურას და შინაარსს, რაც ხორციელდება მაია ცქიტიშვილის მინისტრობის შემდეგ, ძალიან ხელშესახები გაუმჯობესება გვაქვს ყველა მიმართულებით. პროექტების ნაწილი, რომელიც ახლა იწყება, არის ძალიან კომპლექსური საინჟინრო თვალსაზრისით. მათ შორის, უღელტეხილის მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული გეოგრაფიული არეალი საქართველოში, შესაბამისად, გარკვეული ტიპის ჩამორჩენები პროექტში, ობიექტურად მოსალოდნელი იყო. მე პირადად, ძალიან მოხარული ვიქნები, რომ მაიასნაირი ბევრი ადამიანი გვყავდეს მმართველობით სტრუქტურებში და თან ასეთი ეფექტურები“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში გარკვეული ჩამორჩენაა, რაც მაია ცქიტიშვილის გათავისუფლების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა