ლევან კობერიძე მმართველ გუნდს მიმართავს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პაკეტზე მუშაობა  განახლდეს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე მმართველ გუნდს მიმართავს, განახლდეს მუშაობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე და დაწყებული პროცესი ბოლომდე მივიდეს.

როგორც კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გაიმართა აქტიური განხილვები პარლამენტში, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, შეთანხმებისა და შეჯერების პროცესი კი გაიწელა.

კობერიძის შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ცხოვრების ჯანსაღი წესი, პრევენცია, სიკვდილიანობის თავიდან აცილება და საჭიროა მისი დროულად მიღება.

ლევან კობერიძის პოზიცია გაიზიარა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, პარლამენტს გასული წლის გაზაფხულზე წარედგინა. საკითხი ამ ეტაპზე პირველი მოსმენით იურიდიული კომიტეტის ფარგლებშია გაჩერებული და განხილვა რამდენჯერმე გადაიდო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო