მამუკა ბახტაძე - საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელი - ყველაფერზე და ამ სიტყვაში მართლაც რომ ყველაფერი იგულისხმება

ნურავის ექნება ილუზია იმისა, რომ საზოგადოების ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და დონბასის ბატალიონის ყოფილი მეთაურის შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტები საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასეთი ფაქტების გამოაშკარავება და პრევენცია მოახდინონ.

„ეს საკითხი, ბუნებრივია, ძალიან რეზონანსული და აქტუალურია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის სიურპრიზი. ჩვენ საქმე გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთი ძალაუფლებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი - ყველაფერზე, ამ სიტყვაში მართლაც რომ ყველაფერი იგულისხმება. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს თავისი მიზანი, რომ მსგავსი ქმედებების პრევენცია მოახდინოს. წინასაარჩევნო პერიოდშიც და მანამდეც არაერთხელ განვაცხადე, რომ ნურავის ექნება ილუზია იმისა, რომ საზოგადოების ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანს. ჩვენი ინსტიტუტები საკმარისად ძლიერია, რომ ასეთი ფაქტების გამოაშკარავება და პრევენცია მოახდინონ, ხოლო ბუნებრივია, საზოგადოებას აქვს ის უფლებამოსილება, რომ ამა თუ იმ სრულიად უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი მოქმედებებისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსების საქციელი შეაფასოს“, - აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს