მამუკა ბახტაძე - თორნიკე რიჟვაძის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია , ის პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსია

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსია და თავისი კუთხისთვის 24 საათი მუშაობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თორნიკე რიჟვაძის განცხადებას უკავშირდება.

მამუკა ბახტაძის თქმით, მან აჭარის ავტონომიურის რესპუბლიკის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ არ იცის.

„მე კონტექსტი არ ვიცი, რაზეც საუბრობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თორნიკე რიჟვაძე მსგავს განცხადებას არასდროს გააკეთებდა. ის ძალიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსია და დამერწმუნეთ, ის 24 საათი მუშაობს თავისი კუთხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა ამ თანამდებობაზეა, მან აჭარასა და ბათუმს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა. რაც შეეხება ამ კონტექსტს, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია“, - აღნიშნა მან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ის პირდაპირ იძიებს შურს, ვინც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.

„ჩვენი ოპონენტების საქციელი, მათი განცხადებები უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. გუშინ თქვენ მოისმინეთ ქიქავებისა და სხვა ამ ტიპის სუბიექტების ყოვლად სამარცხვინო განცხადებები. ვაცხადებ, რომ პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას. ჩვენ მათ საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ და პირობას ვდებ, რომ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვან და ყველა ეს ადამიანი ამ ველისგან გაიწმინდება“, -აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო