ირაკლი აბესაძე - მინისტრების შეცვლა  ფასადური ცვლილება იქნება და სხვადასხვა მარიონეტის ჩანაცვლება კონკრეტულ სკამზე

ივანიშვილის და "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის პირობებში მინისტრების ცვლილება არის ფასადური ცვლილება და სხვადასხვა მარიონეტის ჩანაცვლება კონკრეტულ სკამზე, - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.

„ერთადერთი გამოსავალი ძალიან მძიმე სოციალურ ეკონომიკური ვითარებიდან, რომელიც არის ქვეყანაში, ეს არის მთლიანად "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის ცვლილება. ბიძინა ივანიშვილის გუნდის ცვლილება, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია უპასუხისმგემლოდ ახორციელებენ ქვეყანაში მავნებლურ პოლიტიკას, რომლის ფასიც დღეს არის პურის ფასის გაზრდა, გაუფასურებული ლარი და გაღარიბებული მოსახლეობა შედეგებს ვერ მოიტანს. ივანიშვილის და "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის პირობებში მინისტრების ცვლილება ეს არის ფასადური ცვლილება და სხვადასხვა მარიონეტის ჩანაცვლება კონკრეტულ სკამზე, ხოლო რეალური ცვლილება მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა შეიცვლება ეს გუნდი, რაც არის ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა