აუდიტის სამსახურის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველმა ექიმებმა შემოსავლების დამადასტურებელი ინფორმაცია წარმოადგინეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 4-დან 3 ექიმის მიმართ, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შემოწირულება განახორციელეს, კითხვები აღარ აქვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, 3-მა ექიმმა წარმოადგინა შემოსავლების დამადასტურებელი ინფორმაცია, ხოლო 1-ის მოწვევა იგეგმება ალტერნატიული მისამართების გამოყენებით.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლა „ჩაჩავას კლინიკისა“ და „ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების მიერ ოქტომბრის დასაწყისში დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა შემოსავლების სამსახურიდან და საბანკო დაწესებულებებიდან. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად სამსახურმა გასაუბრებაზე მიიწვია 4 ფიზიკური პირი, რომელთაგან 3-მა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა შემოსავლების დამადასტურებელი ინფორმაცია, ხოლო 1 ფიზიკური პირის მოწვევა იგეგმება ალტერნატიული მისამართების გამოყენებით“, - განაცხადეს უწყებაში.

ექიმებმა სალომე ზურაბიშვილს სოლიდური თანხები შესწირეს, რამაც ოპოზიციასა და საზოგადოების ნაწილში კითხვები გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო