მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ  იგორ დოდონი პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებისგან დროებით გაათავისუფლა

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ იგორ დოდონი პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებისგან დროებით გაათავისუფლა.

„იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც ამართლებს პრეზიდენტის დროებით გადაყენებას, ვინაიდან მან უარი განაცხადა შეასრულოს საკონსტიტუციო ვალდებულებები და პარლამენტის მიერ მიღებული კანონები დაამტკიცოს, კონსტიტუციის 91-ე მუხლის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელი, ხელს მოაწერს აღნიშნულ კანონებს“, - განაცხადა მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიხაი პოალელუნჟმა.

აღნიშნული მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის სპიკერმა ადრიან კანდუმ მიმართა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე. საუბარია ყოფილი რესპუბლიკური სტადიონის ტერიტორიის გადაცემაზე, რომელზეც აშშ-ს ახალი საელჩო უნდა აშენდეს, 9 მაისის ევროპის დღედ გამოცხადებაზე, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის ახალ კოდექსზე, ასევე კარაბინერების შესახებ ორ კანონზე, რომლის თანახმად კარაბინერები არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ მთავრობასაც დაემორჩილებიან.

მოლდოვას კონსტიტუციის თანახმად, თუ პრეზიდენტი ხელმეორედ უარს აცხადებს ხელი მოაწეროს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, შესაძლებელია მისი დროებითი გადაყენება.

ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მოლდოვას პრეზიდენტს იგორ დოდონს დროებით ათავისუფლებენ პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებისგან.

აღსანიშნავია, რომ იგორ დოდონსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირების მთავარი საგანი საგარეო პოლიტიკაა. იგორ დოდონი მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა პროდასავლური კურსის მომხრეები არიან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა