გიორგი კაკაურიძემ  „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინფორმაცია წარადგინა

საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინფორმაცია წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

კაკაურიძის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4.5%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდით თუმცა, 10 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, წინასწარი მონაცემებით 5,1% შეადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4,5%-ის ნაცვლად ის შეადგენს 5%-ს.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის და ადმინისტრირების გაუმჯობესების შედეგად გადაჭარბებით სრულდება საგადასახადო შემოსავლები. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი გაიზარდა 240.0 მლნ ლარით და განახლებული პროგნოზი შეადგენს 10 500.0 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლის პროგნოზი იზრდება 200.0 მლნ ლარით და შეადგენს 9 690.0 მლნ ლარს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 450.7 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 150.7 მლნ ლარით და შეადგენს 10 464.9 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 7.8 მლნ ლარით და განისაზღვრება 12 467.3 მლნ ლარით.

გიორგი კაკაურიძემ მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით წარმოდგენილ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ყველაზე დიდი ცვლილება შედის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში, სადაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 269 მლნ ლარით ხდება შემცირება.

„გასათვალისწინებელია, რომ 2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი. აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით. შესაბამისად, პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში. გასათვალისწინებელია, რომ რიკოთის მონაკვეთის 4 კომპონენტიდან მიმდინარე წელს პირველი ტრანშები გადაირიცხება ორ მონაკვეთზე. ზოგიერთი პროექტის შესრულების ვადების გადაწევასთან ერთად ბიუჯეტში ხდება ამ პროექტებისთვის დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების კორექტირებაც“, - განმარტა მომხსენებელმა.

მისი თქმით, დევნილთა სახლების შეძენისათვის დამატებით 45 მლნ ლარი გამოიყოფა, რითაც 500-ზე მეტი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი.

გიორგი კაკაურიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება იზრდება 21 მლნ ლარით და განისაზღვრა 142.0 მლნ ლარით. დამატებითი 17. მლნ ლარის გამოყოფა ხორციელდება სტრასბურგსა და ლონდონში საქართველოს დიპლომატიური მისიებისათვის შენობების შეძენის მიზნით.

მისივე თქმით, გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ემატება 4 მლნ ლარი, რომელიც მიემართება საელჩოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა