გაერო-ს სამთავრობოთაშორისო კონფერენციამ მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტი მიიღო

მაროკოში, ქალაქ მარაკეშში, გაერო-ს სამთავრობოთაშორისო კონფერენციამ მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტი მიიღო.

აღნიშნული პაქტი გაერო-ს თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მიერ არის შემუშავებული მას იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვს და ამ სფეროში მხოლოდ გლობალური თანამშრომლობისთვის შესაძლებლობებს იძლევა. როგორც მოსალოდნელია, მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე 19 დეკემბერს იქნება დამტკიცებული.

პაქტი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმებს ითვალისწინებს, თუმცა მისი მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ მისი მიღება განვითარებულ ქვეყნებში მიგრანტების ნაკადის ზრდას გამოიწვევს. თავის მხრივ, უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ პაქტით გათვალისწინებული ზომები საკმარისი არ არის მიგრანტების უფლებების დასაცავად.

აღსანიშნავია, რომ ბელგიამ, ბულგარეთმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ავსტრალიამ, ისრაელმა, იტალიამ და შვეიცარიამ გადაწყვიტეს მონაწილეობა არ მიეღოთ მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტის კონფერენციაში, ხოლო აშშ აღნიშნული პაქტის განხილვებიდან 2017 წელს გამოვიდა.

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის თქმით, გლობალური პაქტი ხელს შეუწყობს ლეგალური მიგრანტების იმ ქვეყნების ბაზრებზე მოხვედრას, რომლებსაც სამუშაო ძალა სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს მონაცემებით, მსოფლიოში დღეის მდგომარეობით 68 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა