მამუკა ბახტაძე - ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხარდამჭერი განცხადება დემონსტრირებაა, რომ თანამეგობრობა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებისთვის მეგობარ ქვეყნებს მადლობას უხდის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის კიდევ ერთი მკვეთრი დემონსტრირება იმისა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა რუსულ აგრესიას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არასოდეს შეეგუება.

„მინდა, ჩვენს თითოეულ მეგობარს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშნელოვანი გზავნილისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობართა ჯგუფის გაცხადებაში ასახულია ჩვენი მოქალაქეების:არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტები. ასევე, ჩვენი მეგობრები იზიარებენ ჩვენს მიდგომას ამ საკითხისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან, რომ ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერა ამ მიმართულებით იყოს კიდევ უფრო ძლიერი და მკაფიო. დოკუმენტში ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულია საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ინსტიტუციონალური მშენებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებითაც. მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ოკუპაციის პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა ეუთოს თითქმის 30-მა წევრმა ქვეყანამ, რისთვისაც, მინდა, თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა