საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გზა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება.
„დედაქალაქში ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.