საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა  და საქართველოს შორის“ საკრედიტო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა)“ საკრედიტო შეთანხმებას. შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს სესხის სახით სოციალური კეთილდღეობის პროგრამის დასაფინანსებლად 35 მლნ. ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროგრამა გაწერილია 3 წელზე და სააგენტოს მიერ ჯამურად გამოყოფილი იქნება 105 მლნ ევრო. აღნიშნული სესხი პირდაპირ მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად.

„პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 35 მლნ. ევრო განსაზღვრულია რვა ღონისძიების დასაფინანსებლად. კერძოდ: სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს სულ ცოტა 20 ავარიული შენობის დახურვასა და 350 ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვ.

სესხის ხანგრძლივობა არის 20 წელი, მათ შორის, 6 წელი-შეღავათიანი, საპროცენტო განაკვეთი კი ცვალებადია და EURIBOR-ზეა დამოკიდებული,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომიტეტმა ასევე, მხარი დაუჭირა „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)“ N1 ცვლილების“ წერილ-შეთანხმებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო