გიგა ბოკერია - ძველი ანეკდოტია ერთი - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო

ძველი ანეკდოტია ერთი - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებაში საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, აღნიშნულ ცვლილებებს სერიოზულად არავინ განიხილავს.

"ძველი და უკვე გაცვეთილი ანეკდოტია - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო. აი, ამას მაგონებს ეს ყველაფერი. სერიოზულად არავინ არ განიხილავს ამ გადაადგილებებს. ჩვენ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვართ, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილის გუნდმა. განსაკუთრებით ბოლო არჩევნებით, როცა პირდაპირ მიაყენეს შეურაცხყოფა საქართველოს მოქალაქეებს იმით, რა ფორმითაც ის ჩატარდა. აქედან გამოსვლის გზაზე აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო სისტემის შეცვლა, შემდგომში ერთპიროვნული მმართველობის დემოკრატიული გზით დამთავრება და ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაყენება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა