ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები განცხადებას ავრცელებენ

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები ეროვნული გვარდიის სარდლის ახლად დანიშნული მოადგილის, პოლკოვნიკ, კობა ახვლედიანის მიმართ ატეხილ კამპანიას ეხმაურებიან.

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა განცხადებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„არა გვგონია, რომ უბრალოდ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის ახლად დანიშნულ მოადგილესთან კობა ახვლედიანთან, არათუ დაიჯეროს ის სიბინძურე, რაც მასზე ვრცელდება, არამედ ერთი წამითაც კი ეჭვი შეიტანოს მის ვაჟკაცობაში, რაინდულ საქციელში, ნაღდ, მეომრულ სულში, რომელიც გამორიცხავს სუსტის დაჩაგვრას, გაჭირვებაში მყოფი თანამოძმისთვის ზურგის შექცევას. ის გამორჩული იყო და არის თავისი თავაზიანობით, თავმდაბლობით, სამართლიანობის მომატებული გრძნობით!

საქართველოში თანამდებობის მაძიებლებს რა გამოლევს! არც ის გვიკვირს, რომ ვიღაცას გვარდიის სარდლის მოადგილის თუ სარდლის თანამდებობები ჩავარდნოდა გულში, მაგრამ არა გვგონია, იმაზე ეფიქრათ, ასეთი მეთოდებით მოპოვებულმა სავარძელმა, რა სიკეთე უნდა მოუტანოს ან მათ, ან მათ ოჯახებს.

სირცხვილისთვის უკითხავთ, არ გრცხვენია, ასე თავაწეული რომ დაიარებიო?! – მე უკვე ხალხი შემეჩვია და სირცხვილი არა მქვიაო!

მოგვიტევეთ, მაგრამ ჩვენ არც ადრე შეგვეძლო და არც ახლა ვაპირებთ, შევურიგდეთ ცილისწამებას, დასმენას, თანამებრძოლებისთვის მიზანმიმართულად სახელის გატეხვას.

შეგვიძლია, შეგპირდეთ! ბოლომდე დავიხარჯებით იმისთვის, რომ სიმართლეს ფარდა აეხადოს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ საქართველოში გვინდა, ვიცხოვროთ, ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ მომავალში!“ – ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს