ოთარ კახიძე  - არ შეიძლება პოლიციას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც ალიანსშია კრიმინალებთან, რათა ხმები მიიღოს

არ შეიძლება პოლიციას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც ალიანსშია კრიმინალებთან, რათა ხმები მიიღოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ შს მინისტრის პოლიტიკურ პასუხისგებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ოთარ კახიძის თქმით, შს მინისტრი სამეგრელოში იყო ჩასული და პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი პირველ და მეორე ტურებს შორის იქ არსებული სიტუაცია. შესაბამისად, კახიძე გამორიცხავს, რომ გახარიას არ სცოდნოდა და არ ყოფილიყო საქმის კურსში მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ.

„მიმაჩნია, გიორგი გახარიაც პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი იმ ფაქტზე და იმ ზეწოლაზე, რომელიც განიცადა მოსახლეობამ კონკრეტულად სამეგრელოში, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მინისტრის პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მძიმდება, როდესაც ჩვენ ვიცით და ეს არის საყოველთაო ცნობილი ფაქტი, რომ თავის თვალით ნახა, როგორც ამომრჩევლებმა, ისე სახლში დარჩენილმა ტელევიზორიდან, რომ შს მინისტრი იყო გარიგებული კრიმინალურ ავტორიტეტებთან. არ შეიძლება პოლიციას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც ალიანსში არის კრიმინალებთან, რათა ხმები მიიღოს. სახელმწიფო არ შეიძლება დანაშაულთან შედიოდეს ალიანსში. დანაშაული თავისი არსით არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. ამიტომ, ჩვენ ახლა გვაქვს სრულიად მარაზმატიკული სიტუაცია, როდესაც შს მინისტრი გვიანონსებს მართწესრიგის ოფიცრის რეფორმას, რომელიც ერთი შეხედვით სწორი ნაბიჯია – მარცხენა ხელით ამას აკეთებს და მარჯვენა ხელით, ხელს ართმევს კრიმინალებს და ძველ ბიჭებს“, – განაცხადა ოთო კახიძემ.

მისივე თქმით, წელიწადზე მეტი გავიდა და დღემდე არ არის დასჯილი და გამოვლენილი ოფიციალურად დათუნა სარალიძის მკვლელი.

„ისინი დღემდე განაგრძობენ ამ მკვლელისთვის ხელის დაფარებას, მიუხედავად იმისა,რომ „ევროპულმა საქართველომ“ და საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა კონკრეტულად ჯგუფური მკვლელობის კონკრეტული მონაწილე. ამიტომ, შს მინისტრს დაუგროვდა ეს თემები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა