გიგა ბოკერია  - მამუკა ბახტაძემ პურის გაძვირებასთან დაკავშირებით „მორიგი პოლიტიკურად უტიფარი“ განცხადება გააკეთა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პურის გაძვირებასთან დაკავშირებით მორიგი პოლიტიკურად უტიფარი განცხადება გააკეთა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ყველაფერი გადასახადების აწევის დამსახურებაა და ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.

„ეს იყო მორიგი პოლიტიკური უტიფრობა და ბოდვა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის და პრემიერ-მინისტრის მხრიდან. რა გამოძიებას ავალებს, ვის ავალებს, არ იციან, ლარის კურსს რა დაემართა ბოლო პერიოდში? არ იციან, რომ გადასახადები დაწევის ნაცვლად აწიეს ბოლო წლებში? უკვე რამდენი ხანია ვეუბნებით ოპოზიცია, რომ საჭიროა გადასახადების დაწევა, ამის ნაცვლად აგრძელებენ საგადასახადო ტვირთის გაზრდას. ახლა გამოდის და უტიფრად სვამს კითხვებს, შეთქმულების თეორიას გვთავაზობს კვლავ. ადამიანებს ფულს ართმევენ, შემდეგ ამ ფულთან დაკავშირებით გვაქვს მავნებლური პროექტები, ან გაფლანგვა, ან კორუფციული გარიგებები. ძალიან მარტივი საკითხია, ფასების ზრდის შეფერხებას სჭირდება საწვავზე ფასის შემცირება. ის, რაც დღეს მან შემოგვთავაზა, არის კიდევ ერთი უტიფარი სიცრუის შემოთავაზება საზოგადოებისთვის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ თუ რა ხდება ამ მიმართულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა