გუდამაყარში, ფშავში და პირიქითა ხევსურეთში დაცული ლანდშაფტი  იქმნება

გუდამაყარში, ფშავში და პირიქითა ხევსურეთში იქმნება დაცული ლანდშაფტი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

დავითაშვილის თქმით, ასეთი დაცული ტერიტორიის შექმნა ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს.

„იქმნება არაგვის დაცული ტერიტორია, დაცული ლანდშაფტის სახით. აქ იქნება ერთობლივი მართვა და ერთობლივად განხორციელდება პროექტები მუნიციპალიტეტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. გუდამაყარში, ფშავში და პირიქითა ხევსურეთში იქმნება დაცული ლანდშაფტი, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო