გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებსაც სიცოცხლისთვის საშიში საქმიანობა უწევთ, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით უზრუნველყოფენ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც განსაკუთრებით სიცოცხლისთვის საშიში საქმიანობა უწევთ, უწყება სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

დავითაშვილის თქმით, აღნიშნული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა ძალოვანი სტრუქტურების სხვა თანამშრომლების მდგომარეობას გაუტოლდება.

„გარემოს შესახებ კანონში შევიტანეთ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც განსაკუთრებით სიცოცხლისთვის საშიში საქმიანობა უწევთ, ძირითადად, ეს არის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების საქმიანობა, რომელიც უკავშირდება კანონის აღსრულებას, ბრაკონიერებთან ბრძოლას, შეიარაღებულ პირებთან დაპირისპირებას, მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მათთვის იქნება სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. ამაზე ჩვენ დავხარჯავთ ნახევარ მილიონ ლარს წლის განმავლობაში და ასევე თანამშრომლებს სპეციალური მივლინებების პერიოდში აუნაზღაურდებათ ქირის თანხა. თუ იქნება სამწუხარო შემთხვევა, გარდაცვალება, ან ისეთი ფიზიკური მდგომარეობის მიღება, როდესაც არ შეეძლებათ საქმიანობის გაგრძელება, ისევე, როგორც სხვა ძალოვან სტრუქტურებშია, იქნება ერთჯერადი ანაზღაურების საშუალება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა