ლევან დავითაშვილი - სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უნდა რეგულირდებოდეს და იზღუდებოდეს

სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უნდა რეგულირდებოდეს და იზღუდებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

დავითაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუცია გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს და ის ძალაში რამდენიმე დღეში შევა.

„ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, თქვენ იცით, რაც არის და ამას გამოვიყენებთ. იცით, ჩვენი პოზიცია როგორი იყო. სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უნდა რეგულირდებოდეს და იზღუდებოდეს. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს კონსტიტუციაში ასახა. სულ რამდენიმე დღე გვაშორებს კონსტიტუციის ძალაში შესვლასთან. შემდეგი კვირიდან კონსტიტუცია ძალაშია და ის უხერხულობა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნა, ფაქტიურად, კანონის დონეზე დარეგულირდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო