არჩილ თალაკვაძე - არც ერთი ჩვენი თანაგუნდელისთვის სკამები და თანამდებობები მთავარი არ არის

არც ერთი ჩვენი თანაგუნდელისთვის სკამები და თანამდებობები მთავარი არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, როდესაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით.

„ჩვენი გუნდისთვის და არც ერთი ჩვენი თანაგუნდელისთვის არ არის მთავარი სკამები, არ არის მთავარი თანამდებობები. მთავარი არის შედეგები და მთავარი არის, თუ რამდენად ეფექტურად გადავჭრით იმ საკითხებს, რომელიც საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. განცხადება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, იყო ძალიან სწორი, რომ იმ პირობებში, იმ დაპირებების შესრულებაში, განვითარების ისეთ ტემპებში, როგორიც ჩვენ გვაქვს გაცხადებული და როგორსაც ვპირდებით საზოგადოებას, აუცილებელია თითოეულმა ჩვენმა თანაგუნდელმა შეასრულოს პირობა და შეიტანოს თავისი წვლილი განუხრელად. რაც შეეხება ცვლილებებს, როგორც იცით, საუბარი იყო იმაზე, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ადამიანებს რეგიონებშიც და დედაქალაქშიც, რომლებმაც აჩვენეს შედეგი, რომლებმაც აჩვენეს და თავდადება ქვეყნის ინტერესების მიმართ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, არჩევნების შედეგებმა გამოაჩინა თუ არა ცვლილებების აუცილებლობა, უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა, რომ „ეს არჩევნები კანონმდებლობით იყო საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა მედიამ ეს არჩევნები გადააქცია რეფერენდუმად“.

„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად გასცა პასუხი რეფერენდუმის მთავარ შეკითხვას - გვინდა თუ არა ჩვენ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომავალი შეგვიცვალოს წარსულით, ამ არჩევნების შედეგი იყო პირველ რიგში პასუხი ამ კითხვაზე“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა