გიორგი ქობულია - პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა - ამან გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის თვალსაზრისით, რასაც გამოვიძიებთ და შევისწავლით

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, პურის ფასის გაძვირებამდე არასამართლიანი კონკურენციის პირობებს მთავრობა ვერ ხედავდა. მისი თქმით, პურის ფასის მომატებამ გამოიწვია მთავრობის ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის კუთხით.

"ჩვენ აქამდე ვერ ვხედავდით არასამართლიანი კონკურენციის პირობებს. დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა. ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის თვალსაზრისით, რასაც გამოვიძიებთ და შევისწავლით. თუ იქნება რაიმე პრობლემა, რეაგირებას მოვახდენთ. რაც შეეხება იმას, არის თუ არა გარე ფაქტორები, რომელსაც შეეძლო გამოეწვია პურის ფასის გაძვირება, ჩვენ გადავხედეთ ინფორმაციას საერთაშორისო ბაზრებზე და კი, არის ისეთი სიტუაცია რასაც შეიძლება გამოეწვია პურის ფასის ზრდა. მაგალითად, მსოფლიო ბაზრებზე აწეულია ხორბლის ფასი", - განაცხადა ქობულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა