გაუფორმდება თუ არა ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება, ეს სავარაუდოდ, მომდევნო პროცესზე გახდება ცნობილი

კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, ზაზა ბაქრაძეს, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და იარაღის უკანონო გადაზიდვის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, გაუფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება, ეს სავარაუდოდ, მომდევნო პროცესზე გახდება ცნობილი, რომელიც 14 დეკემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, ბარქაძის ადვოკატმა, ზაზა შანავამ პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართა. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურას პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ზაზა ბაქრაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილის გაყალბებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს კი, 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა