ზაზა ბაქრაძე - ყველა ბრალდებულს, ვისაც ამ სასამართლო პროცესზე ვუყურებ, ჩემთან ერთად აქვთ უმძიმესი დანაშაული ჩადენილი

ყველა ბრალდებულს, ვისაც ამ სასამართლო პროცესზე ვუყურებ, ჩემთან ერთად აქვთ უმძიმესი დანაშაული ჩადენილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზაზა ბაქრაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, ბაქრაძის ადვოკატმა, ზაზა შანავამ პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართა.

„მე არავისთვის მიმიმართავს, ჩემმა უფლებადამცველმა მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია და არაფერი გადაწყვეტილება ამაზე არ არის. ეს არის თვითონ ბრალდებულების აკვიატება, პირველივე დღიდან ბაქრაძის საპროცესოზე საუბრობენ.

დღეს ჩვენ რა ვიხილეთ ამ სასამართლო პროცესზე? კიდევ ერთხელ სიცრუის ტირაჟირება. ყველა ბრალდებულმა, ბატონმა მიქაძემ, დონაძემ, იაშვილმა, რომელთაც დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს, კიდევ ერთხელ წარმოადგინეს სიცრუის ტირაჟირება და აქვთ ერთი გართულება, გვარი და სახელი - ზაზა ბაქრაძე, რომელიც ამ საქმეში ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც მისცა აღიარებითი ჩვენება და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს.

რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ბრალდების მხარე, სასამართლო, დავემორჩილები. არ დავდივარ სასამართლო პროცესებზე და არ ვაცხადებ უდანაშაულო ვარ და არანაირი დანაშაული არ ჩამიდენიაო. ყველა ბრალდებულს, ვისაც ამ სასამართლო პროცესზე ვუყურებ, ჩემთან ერთად აქვთ უმძიმესი დანაშაული ჩადენილი“, - აცხადებს ბაქრაძე.

გაუფორმდება თუ არა მას საპროცესო შეთანხმება, როგორც ის აცხადებს, მისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი.

„ველოდები სასამართლოს განაჩენს, როგორ განაჩენსაც გამოიტანს, ისეთს მივიღებ. არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ, მე სასამართლო დამნაშავედ მცნობს. რა განაჩენს გამოიტანს, რას მომისჯის, არ ვიცი“, - აცხადებს ბარქაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო