ცოტნე ანანიძე - თქვენთან ერთად ვიმუშავებ სათანადო გარემოს შესაქმნელად

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმის „თავისუფალ სივრცეში“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზიებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შშმ პირთათვის სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პროგრამებზე, მათ აღსრულებაზე, შშმ პირების პრობლემებსა და მათ მიერ დანახულ პრიორიტეტებზე შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს.

საუბარი შეეხო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, დასაქმების ხელმისაწვდომობისა და ადაპტირებული გარემოს ხელშეწყობის საკითხებს. ღონისძიებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

დასასრულს შეხვედრის მონაწილეებს ცოტნე ანანიძემ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სახელით ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (ფლაერები) უსახსოვრა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი